fbpx
მსოფლიოnews

22 მილიონად გაიყიდა მაიკლ ჯექსონის რანჩო, სადაც, 13 წლის ბავშვის თქმით, ჯექსონმა მასზე იძალადა

მაიკლ ჯექსონის Neverland-ის რანჩო 22 მილიონ დოლარად გაიყიდა და ის მისივე ყოფილმა მეგობარმა, მილიარდერმა რონ ბარკლიმ იყიდა.

პოპის მეფის საცხოვრებელი ადგილი თავდაპირველად გასაყიდად 2015 წელს გაიტანეს და მაშინ ის 100 მილიონ დოლარად შეაფასეს. მას შემდეგ რანჩო რამდენჯერმე ამოიღეს გასაყიდთა სიიდან და ამის გამო გასული წლისთვის მისი ღირებულება უკვე 31 მილიონ დოლარამდე იყო შემცირებული.

მაიკლ ჯექსონმა Neverland-ის რანჩო 1987 წელს 19.5 მილიონ დოლარად შეიძინა და თავისი კარიერის საუკეთესო წლები სწორედ ამ სახლში გაატარა. მან რანჩო გასართობ კომპლექსად გადააკეთა – დადგა ატრაქციონები, გახსნა ზოოპარკი და გასართობი პარკები, სადაც რეგულარულად მიჰყავდა ბავშვები მათ ოჯახებთან ერთად.

1990-იან და 2000-იან წლებში რანჩო გამოძიებების ეპიცენტრში აღმოჩნდა მაიკლ ჯექსონის მიმართ გამოთქმული ბრალდებების გამო, ბავშვების სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით.

2005 წელს, როდესაც 13 წლის ბავშვმა ჯექსონი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ეს ყველაფერი სწორედ Neverland-ის რანჩოში მოხდა, მომღერალმა რანჩო დატოვა და იქ აღარასდროს დაბრუნებულა.

tabula.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close