fbpx
მედიცინა

მეცნიერებმა გაარკვიეს, რამდენ ხანს ინახება იმუნური მეხსიერება კორონავირუსზე

ავსტრალიელი მეცნიერების კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ კორონავირუსი, პათოგენის იმუნურ მეხსიერებას ინფიცირებიდან რვა თვის განმავლობაში ინარჩუნებენ.

კვლევა ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის იმუნოლოგიისა და პათოლოგიის დეპარტამენტის მეცნიერთა ჯგუფმა და ალფრედის კვლევის ალიანსმა ჩაატარა.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სპეციალური იმუნური „ბე უჯრედები“ ვირუსის მეხსიერებას ინარჩუნებენ და როდესაც პათოგენი სხეულში ხელახლა ხვდება, სწრაფად იწყებენ დამცავი ანტისხეულების გამომუშავებას.

მკვლევრებმა დააკომპლექტეს პაციენტების 25-კაციანი ჯგუფი და შეაგროვეს სისხლის 36 ნიმუში ინფიცირების შემდეგ, მე-4 დღიდან 242-ე დღემდე. ისევე, როგორც სხვა მსგავსი გამოკვლევების დროს, ვირუსის ანტისხეულების წარმოება ინფიცირებიდან 20 დღის შემდეგ დაიწყო.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close