fbpx
მსოფლიო

„შობა გაუქმებულია“ – ლონდონში შეკრების უფლება ოჯახის წევრებსაც არ აქვთ

ლონდონში ლოკდაუნის მეოთხე დონე შემოიღეს, რაც ნიშნავს, რომ „შობა გაუქმებულია“. ამის შესახებ „კურიერში“ ჟურნალისტმა ელენე ფირცხალაიშვილმა გაერთიანებული სამეფოდან ისაუბრა. მისი თქმით, ქუჩები და ტრანსპორტი ცარიელია.

„ყველა სახლში ვართ, „შობა გაუქმდა“, არ გვაქვს უფლება, ოჯახის წევრებს შევხვდეთ და მაქსიმალური სიფრთხილით გავივლით შობის და ახალი წლის პერიოდს, თუმცა, ეს მკაცრი შეზღუდვები არ ეხება მთელ ინგლისს. ბრიტანეთის დიდი ნაწილი მესამე დონის შეზღუდვებში რჩება. მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ მხოლოდ შობის დღეს, 25 დეკემბერს შეიკრიბონ და ოჯახურ წრეში აღნიშნონ შობა.

გასულ შაბათს ლონდონში გამოცხადებული სრული ლოქდაუნის გამო პანიკა შეიქმნა. სუპერმარკეტებთან გაჩნდა ძალიან დიდი რიგები და მოსახლეობამ საყოფაცხოვრებო ნივთების პანიკური შეძენა დაიწყო, რადგან ასეთი ტიპის შეზღუდვა ლონდონში აპრილის შემდეგ არ ყოფილა“, -აღნიშნა ელენე ფირცხალაიშვილმა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close