fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

27 დეკემბრიდან ისრაელში მკაცრი კარანტინი მესამედ ამოქმედდება

ისრაელში კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, 27 დეკემბრიდან მკაცრი კარანტინი ამოქმედდება, რომელიც წელს უკვე მესამედ წესდება.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მკაცრი კარანტინი, სულ მცირე, ორი კვირის განმავლობაში იქნება ძალაში. კარანტინის ამოქმედების გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში ვირუსის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 4 000-მდე გაიზარდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ-19-ის 3 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების 385 022 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3 150 ადამიანი.

ისრაელში კომპანიების „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ შექმნილი ვაქცინით მოსახლეობის აცრა 27 დეკემბრიდან იწყება.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close