მედიცინა

გერმანელი ეპიდემიოლოგი ახალ საშიშროებაზე საუბრობს – რამ შეაშფოთა იგი?

გერმანელი ეპიდემიოლოგი კარლ ლაუტერბრაქი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი მუტაციის გაჩენამ შესაძლოა საშიშ შედეგებამდე მიგვიყვანოს.

„ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ მეორე ტალღა ასეთი ძლიერი არ უნდა ყოფილიყო. რაც უფრო მეტად გავრცელდება ინფექცია, მით უფრო სავარაუდოა, რომ მას უფრო საშიში მუტაციები მოჰყვება. ეს ერთგვარი ჩაკეტილი წრეა: რაც უფრო მეტი ინფექციაა, მით მეტი ახალი შტამის წარმოქმნის შესაძლებლობა იქმნება. ასე გრძელდება და გრძელდება“, – განაცხადა გერმანულ გამოცემა Sonntag-თან საუბრისას ეპიდემილოგმა.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, ქვეყნის დაახლოებით 60 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აღმოჩენილია შემთხვევები, რომელიც COVID-19-ის ახალი ფორმით არის გამოწვეული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ COVID-19-ის ახალი სახეობა, რომელიც დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, უფრო გადამდებია.

ადგილობრივი გამოცემა The Guardian-ის ცნობით, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი სახეობა, ძველ შტამთან შედარებით, 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close