მილანში მიწისძვრა მოხდა – ყველაზე ძლიერი ბოლო 500 წლის განმავლობაში
Ingv-ს მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგები მოსახლეობამ ნაშუადღევის 5 საათზე იგრძნო, სიმძლავრე - 3,8-4,3 ბალი
მილანის პროვინციაში დღეს, 17 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 16:59 სთ-ზე (თბილისის დროით 19:59 სთ) რიხტერის სკალით 3,8-იდან 4,3-მდე მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა . მიწისძვრის კერა ტრეცანო სულ ნავილიოდან (Trezzano sul Naviglio) 1 კმ-ში იყო.
ამის შესახებ გეოფიზიკის და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი ტვიტერში აქვეყნებს ინფორმაციას. მიწისძვრის ფოკალური სიღრმე 8 კმ-ს შეადგენდა.
Trezzano sul Naviglio – პატარა ქალაქი, დაახლოებით 20 ათასი მცხოვრებით, მილანიდან სამხრეთ-დასავლეთით, 9 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
მიწისქვეშა ბიძგები ლომბარდიის დედაქალაქის სახლების დაბალ სართულებზეც იგრძნეს.
სამაშველო სამსახურების ცნობით, მიწისძვრას არანაირი ნგრევა არ მოჰყოლია და დახმარების თხოვნით მათთვის არავის მიუმართავს.
[STIMA #PROVVISORIA] #terremoto Mag tra 3.8 e 4.3 ore 16:59 IT del 17-12-2020, prov/zona Milano #INGV_25805541 https://t.co/QSEAqdYqHz
— INGVterremoti (@INGVterremoti) December 17, 2020
მილანში დღეს მომხდარი მიწისძვრა ბოლო 500 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გეოფიზიკის და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის თანამშრომელმა ლუჩია ლუძიმ განუცხადა.
მისი თქმით, დღევანდელზე ძლიერი, 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მილანის რაიონში 1396 წლის 25 ნოემბერს მოხდა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები