დადგინდა კორონავირუსის მკვლელი კბილის პასტა
მანამდე დადგინდა, რომ პირის ღრუს სავლებები, რომლებიც ცეტილპირიდინის ქლორიდს შეიცავს, კორონავირუსის შტამის აქტიურობას თითქმის ასი პროცენტით თრგუნავს
გარკვეული შემადგენლობის კბილის პასტებს კორონავირუსის თითქმის სრულად განეიტრალების უნარი აქვს, აცხადებენ ამერიკელი მეცნიერები, რომელთა კვლევის შედეგები British Dental Journal-შია გამოქვეყნებული.
მეცნიერული კვლევის მიზანი ― ეს იმის გარკვევა იყო, შეიძლება თუ არა პირის ღრუს მოვლის საშუალებებით კორონავირუსის გავრცელების ტემპების შენელება. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ თუთიისა და კალის შემცველი კბილის პასტა კორონავირუსს 99%-ით ანადგურებდა.
გარდა ამისა, დადასტურდა სხვა კვლევის შედეგებიც იმის შესახებ, რომ ცეტილპირიდინის ქლორიდის შემცველი პირის სავლები ვირუსის განეიტრალების ამოცანას ნახევარ წუთში უმკლავდება.
„შედეგები აჩვენებს, რომ ზოგ პასტასა და სავლებს COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის, SARS-CoV-2-ის გავრცელების შემცირება შეუძლია პირის ღრუში ვირუსების შემცირების გზით“, ― ნათქვამია პუბლიკაციაში.
აღსანიშნავია, რომ კბილის პასტისა და სავლების შესახებ ლაბორატორიული კვლევების შედეგები დადასტურდა კლინიკური ცდებითაც, რომელშიც კორონავირუსით ინფიცირებული 260 პაციენტი მონაწილეობდა.
კომენტარები