fbpx
მსოფლიოსპორტი

მარადონას მემკვიდრეობისთვის ბრძოლა დაიწყო – ცნობილია, რა სიმდიდრე დატოვა ფეხბურთის ლეგენდამ

დიეგო არმანდო მარადონა 25 ნოემბერს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის გარდაცვალების შემდეგ მრავალი კითხვა რჩება, განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მიიღებს მის ქონებას, რომელიც საკმაოდ სოლიდურად შეფასდა.

მისი ქონება, ძირითადად, შედგება არაერთი მამულისგან, ბინებისა და სახლებისგან ბუენოს აირესის ელიტურ უბნებში. გარდა ამისა, ლეგენდარული არგენტინელი ფლობდა ვენესუელაში ქარხანას, ჰავანაში – ძვირადღირებულ სასტუმროს, მანქანებსა და ძვირფასეულობას, მისი ქონება კი დაახლოებით 50 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

არგენტინული მედია წერს, რომ მარადონას ოჯახის 16 წევრმა შეიტანა განცხადება, რომელთაც სურთ, მიიღონ თავიანთი მემკვიდრეობის წილი, თუმცა ანდერძი არ არსებობს.

მარადონამ ოფიციალურად ხუთი შვილი ცნო, არგენტინულ მედიაში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას რეალურად შვიდი ქალისგან 11 შვილი ჰყავს. კანონიერ შვილებს მემკვიდრეობის უფლება აქვთ და ისინი, რომლებიც მარადონამ არ აღიარა, ახლა ეძებენ გზებს იმის დასამტკიცებლად, რომ ისინიც ფეხბურთის ლეგენდის შთამომავლები არიან.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close