საზოგადოებასაბერძნეთი

ბეტონის ბილიკების გამო ათენის აკროპოლისი დაიტბორა – რა გაკეთდა არასწორად? (ვიდეო)

ხუთშაბათს, 10 დეკემბერს ათენში ძლიერმა წვიმამ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობის, აკროპოლისის დატბორვა გამოიწვია.

ეს ამბავი საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ანტიკური კულტურის ძეგლის ტერიტორიაზე ორიოდე თვის წინათ ბეტონის ბილიკები გააკეთეს, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა შეძლონ გადაადგილება.

როგორც აღმოჩნდა, ბეტონის საფარი ხელს უშლის წყლის დაწრეტას, რის გამოც აკროპოლისის ტერიტორიაზე გუბეები წარმოიშვა.

როგორც ბერძნული მედია აღნიშნავს, ბილიკების გაკეთება ნაჩქარევად მოხდა და პროექტით გათვალისწინებული არ იყო წყალშემკრები სისტემის შექმნა.

საზოგადოდ, აკროპოლისზე ბეტონის საფარის დაგებამ არქეოლოგების გულისწყრომა გამოიწვია. მათი აზრით, უნდა გამოყენებულიყო სხვა მასალა, რომელიც ისტორიული ძეგლის სტილს უფრო შეესაბამება.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close