საბერძნეთი: როგორ შეიძლება 300-ევროიანი ჯარიმის გაუქმება
საბერძნეთში მოღვაწე ქართველი ადვოკატი პაატა სიმსივე თანამემამულეებს, რომლებიც გადაადგილების წესის დარღევისთვის დააჯარიმეს, რჩევას სთავზობს, როგორ არის შესაძლებელი 300-ევროიანი ჯარიმის გაუქმება.
„300-ევროიანი ჯარიმის წაშლა შეიძლება მისი გასაჩივრებით. საჩივარს განიხილავს 3 წევრისგან დაკომპლეტებული კომისია და დაახლ. 1 კვირაში გამოაქვს გადაწყვეტილება, ან დადებითი – ნულდება ჯარიმა, ან უარყოფი – ჯარიმა ძალაში რჩება და იწყება პროცედურა მისი აღსრულების შესახებ.
ვისაც პოლიციამ არასანქცირებულ გადაადგილებაზე ასეთი ჯარიმები დაგიწერათ, კარგი იქნებოდა, თუ გაითვალისწინებდით შემდეგს:
1. გასაჩივრება უნდა მოხდეს ჯარიმის დაწერიდან 5 დღის ვადაში;
2. უნდა შეგეძლოთ დაასაბუთოთ, რომ გარეთ გახვედით ისეთი საქმის გასაკეთებლად, რომელიც სხვა საშუალებებით სახლიდან გაუსვლელად ვერ გაკეთდებოდა.
დაბოლოს, ჯარიმის ფურცელზე ხელის არმოწერა და პოლიციაზე გაძალიანება მხოლოდ თქვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ჯარიმაზე ხელის მოწერა არ ნიშნავს მისი ლეგიტიმურობის აღიარებას, უბრალოდ, თქვენ ამით ადასტურებთ, რომ ის გადმოგეცათ. ჯარიმის ფურცლის გარეშე გასაჩივრება ვერ მოხდება. გინდ მოაწერეთ ხელი,გინდ არა, თუ ჯარიმა არ გაასაჩივრეთ ან არ გადაიხადეთ, ის თქვენს სახელზე მაინც გამოჩნდება“, – წერს პაატა სიმსივე სოციალურ ქსელში.
კომენტარები