პოლიტიკასაქართველო

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც ბიუჯეტიდან დაფინანსება მოითხოვეს, მთლიანობაში წლის განმავლობაში შვიდ მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განკარგულება გამოსცა პარტიების დაფინანსების ოდენობების განსაზღვრის შესახებ.

„2020 წლის 4 დეკემბრიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებელი დაფინანსების ოდენობები განისაზღვროს დანართის შესაბამისად“, – აღნიშნულია თამარ ჟვანიას განკარგულებაში.

დანართის თანახმად, „ქართული ოცნება“ წლის განმავლობაში ხუთ მილიონზე მეტი ლარის დაფინანსებას მიიღებს, ოპოზიციური პარტიები კი, რომელთაც ბოიკოტისა და საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის მიუხედავად  სახელმწიფო დაფინანსება მოითხოვეს, წელიწადში ჯამში შვიდ მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ.

კონკრეტულად კი, წლიური დაფინანსების თანხები პარტიებზე ასე განაწილდა:

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 5,140,020.00

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 2,199,635.00

„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – 240,000.00

„პროგრესი და თავისუფლება“ – 12,000.00

„საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ – 204,000.00

„ევროპელი დემოკრატები“ – 460,000.00

„გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ – 939,925.35

„კანონი და სამართალი“ – 104,436.15

„ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 1,124,409.00

„ლელო საქართველოსთვის“ – 803,560.00

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1,043,120.00

„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ 289,710.00.

აღსანიშნავია, რომ ცესკოსგან დაფინანსება არ მოუთხოვიათ „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close