ეკონომიკასაქართველო

ქართული „ალტერსოქსი“ გერმანულ AMAZON-ზე ბესტსელერებს შორისაა

წინდების მწარმოებელ ქართულ ბრენდ „ალტერსოქსს“ გერმანულ Amazon-ზე ერთ-ერთ კატეგორიაში ბესტსელერის სტატუსი მიენიჭა. ამასთან დაკავშირებით BM.GE ბრენდის თანადამფუძნებელ ნინა მენთეშაშვილს ესაუბრა.

„გვყავს პარტნიორი, „ალტერსოქსის“ წინდები გერმანიაში იგზავნება და Amazon-იდან იყიდება. მომხმარებლების შეფასებები დადებითია, ყოველთვიურად საკმაოდ მზარდი გაყიდვები გვქონდა, რამაც ნოემბერში პიკს მიაღწია“, – ამბობს ნინა მენთეშაშვილი.

როგორც ბრენდის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, „ალტერსოქსი“ ოთხი წელზე მეტია ფუნქციონირებს, Amazon-ზე კი წელიწადზე მეტია, რაც გამოჩნდა. მისი განმარტებით, აღნიშნული პლატფორმის საშუალებით, გარდა გერმანიისა, ბრენდის პროდუქცია ევროპის რამდენიმე ქვეყანასა და ამერიკაში იყიდება, ზოგადად კი, საერთაშორისო ბაზარზე „ალტერსოქსის“ პროდუქცია რამდენიმე ობიექტშია წარმოდგენილი.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, როგორც გავარკვიეთ, „ალტერსოქსს“ საქართველოში რვა ფილიალი აქვს, აქედან ექვსი – თბილისში, ერთი – ბათუმში და ერთი – ქუთაისში, თუმცა ამ ეტაპზე, შეზღუდვებიდან გამომდინარე, ბრენდი ონლაინ გაყიდვების საშუალებით ფუნქციონირებს.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close