ლიტერატურა/წიგნები

ლათინური ანბანით მოთხრობილი კამასუტრა – ფრანგი არტისტის წიგნი

„ყოველთვის ვიცოდი, რომ ასონიშნებით რაღაცის გაკეთება მინდოდა, მაგრამ ჯადოსნური ფორმულის საპოვნელად შვიდი წელი დამჭირდა. იდეა სანდრა ცისნეროსის ეროტიკული ლექსის წაკითხვის დროს გამიჩნდა. მისი რითმა ისეთი ლამაზი, სექსუალური და თანამედროვე იყო… იდეალურად ემთხვეოდა ჩემს ილუსტრაციებს. სწორედ იმ მომენტში გადავწყვიტე, რომ თითოეული ასობგერა ეროტიკულ ნაწყვეტთან ასოცირებულიყო“, – მალიკა ფავრი.

Kama Sutra A-Z“ ფრანგი გრაფიკოს არტისტის, მალიკა ფავრის ტიპოგრაფიული ილუსტრაციების წიგნია, რომლითაც ის პატივს მიაგებს ვატსიანა მალანგას ძველინდურ სანსკრიტულ ტექსტს სექსუალობისა და ეროტიზმის შესახებ.

თითოეულ ასონიშანს თან ახლავს ეროტიკული ამონარიდები ქალი პოეტების, მათ შორის, სანდრა ცისნეროსის, იუზეფ კომუნიაკასა და სტეფანი ბარტის ლექსებიდან.

2013 წელს მალიკამ ‘Kama Sutra A-Z’ შექმნა, როგორც არტ პროექტი, თუმცა 2020 წელს გადაწყვიტა, ნამუშევრები წიგნად შეეკრა.

წიგნი Counter-Print-მა გამოსცა და იტალიაშია დაბეჭდილი.

კითხვაზე, რომელია საყვარელი ასონიშანი? – მალიკა ფავრი პასუხობს:

არაფერია იმაზე თავხედური, ვიდრე ადამიანს, რომელიც თვეების განმავლობაში სქესობრივი აქტის პოზებს ასონიშნებად აქცევდა, ჰკითხო, ყველაზე მეტად რომელი მოსწონს, თუმცა მე ვიტყოდი, რომ ორი რჩეული მაინც მყავს: O – ვიზუალური წონასწორობისა და მგრძნობიარობის, ხოლო V თავხედური კუთხის გამო“.

„Kama Sutra A-Z-ის“ ვებგვერდზე, ასევე, ხელმისაწვდომია ნამუშევრების ანიმირებული ვერსია, რომელზეც პატრიკ სმიტმა იმუშავა.

მალიკა ფავრის შესახებ

მალიკა ფავრი ლონდონში მოღვაწეობს. მის თამამ, მინიმალურ სტილს ხშირად აფასებენ, როგორც პოპ- და ოპარტის სინთეზს.

სწორედ მისი უნიკალური ხელწერის გამო დღეს იგი გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გრაფიკოს-დიზაინერია. მალიკას კლიენტებს შორისაა: The New Yorker, Vogue, BAFTA, Sephora, Penguin Books და სხვა მრავალი.

marketer.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close