საქართველოსპორტი

თბილისი ძიუდოში პრესტიჟულ გრან სლემს უმასპინძლებს გრან პრის ნაცვლად

თბილისში 2021 წლიდან გრან პრის ნაცვლად კიდევ უფრო პრესტიჟული შეჯიბრება – გრან სლემი გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან შეთანხმებით მიიღო.

ინიციატივა IJF-ს ეკუთვნის, რომელმაც საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ოფიციალური წერილით ერთი კვირის წინ მიმართა და უკვე თანხმობაც მიიღო. როგორც წესი, ქვეყნების ფედერაციები თავად მიმართავენ ხოლმე ამ თხოვნით IJF-ს, საქართველოს შემთხვევაში კი პირიქით მოხდა.

საქართველოს დედაქალაქი გრან სლემს 2021 წლის 28-30 მარტს უმასპინძლებს, როცა გრან პრი უნდა გამართულიყო.

თბილისის საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში 1970 წლიდან იმართება. თბილისურ ტურნირში მონაწილეობდნენ უკვე სახელმოხვეჭილი ძიუდოისტები, მათ შორის ერთ-ერთი იყო ძიუდოს ლეგენდა – იასუჰირო იამაშიტა (იაპონია), 1984 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი 1979, 1981 (1981 წელს იამასიტამ მსოფლიო ჩემპიონატის 2 ოქროს მედალი მოიპოვა მძიმე და აბსოლუტურ წონებში) და 1983 წლებში.

1990-იანი წლების დასაწყისიდან თბილისურ შეჯიბრებებზე ნაკლებად ჩამოდიოდნენ მსოფლიოს სახელგანთქმული ძიუდოისტები, თუმცა 2005 წლიდან თბილისის ტურნირი კვლავ გაჩნდა ძიუდოს საერთაშორისო კალენდარში: 2005 წლიდან 2012 წლის ჩათვლით საქართველოს დედაქალაქი მსოფლიო თასის გათამაშების ერთ-ერთი ეტაპის მასპინძელი იყო. 2013 წელს თბილისის ტურნირს ევროპის ღია ჩემპიონატის სტატუსი მიენიჭა, 2014 წლიდან კი გრან პრის სტატუსით ტარდება.

2021 წლიდან თბილისი გრან სლემს უმასპინძლებს.

სპორტსმენებისთვის სარეიტინგო ქულები ტურნირებზე გამარჯვების შემთხვევაში ასე ნაწილდება:

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close