გერმანიაში ქალმა თავის მეზობლებს 7.5 მილიონი დოლარი უანდერძა
81 წლის რენატა ვედელის გარდაცვალების შემდეგ მისმა მეზობლებმა აღმოაჩინეს, რომ ქალმა მათ 7.5 მილიონი დოლარის ქონება და თანხა უანდერძა.
რენატა ვედალი 1975 წლიდან თავის ქმართან ერთად ცენტრალურ გერმანიაში, ჰესენის მხარეში, ვალდსოლმსის რაიონში ცხოვრობდა. მისი ქმარი, ალფრედი 2014 წელს გარდაიცვალა და ამის შემდეგ რენატა სათნოების სახლში გადავიდა საცხოვრებლად.
ქალი 2019 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. ამ დროისთვის მისი მემკვიდრე – მისი და უკვე გარდაცვლილი იყო, სწორედ ამიტომ, მან თავისი ქონება თავის რაიონს დაუტოვა.
„თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ეს შეუძლებელი იყო. ვფიქრობდი, რომ მძიმე არასწორ ადგილას იყო დასმული, რადგან ეს ბოლომდე სწორი ვერ იქნებოდა“, – თქვა ჰესენის მხარის ადგილობრივმა მერმა რენატა ვედელის ანდერძზე საუბრის დროს.
ანდერძის მიხედვით, რენატა ვედელის მეზობლები ვალდებულები არიან, რომ დატოვებული ქონება მათივე რაიონის კეთილმოწყობაში გამოიყენონ.
„ამ საკითხს დიდი პასუხისმგებლობით მოვეპყრობით, ჩვენს საზოგადოებას განვავითარებთ და პატივს მივაგებთ ორივეს ხსოვნას“, – თქვა მერმა.
tabula.ge
კომენტარები