საზოგადოებასაქართველო
პატრიარქი კარანტინშია
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის ინფორმაციით, საქართველოს პატრიარქი კარანტინშია და ის, სავარაუდოდ, პარლამენტის პირველ სხდომას ვერ დაესწრება. მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომა 11 დეკემბრამდე უნდა გაიმართოს.
„ახლა, ამწუთას, პატრიარქი არის ძალიან მძიმე კარანტინში. პრაქტიკულად, მისი ნახვა, მღვდელთმთავრებსაც კი, ძალიან სერიოზული ტესტირების შემდეგ… მოკლედ, ვუფრთხილდებით მის ჯანმრთელობას, ამიტომ პატრიარქი ვერ შეძლებს, რომც მოინდომოს“, – აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.
ჯერჯერობით უცნობია, საპატრიაქროდან ვინ დაესწრება ახალი მოწვევის პარლამენტის გახსნას.
წყარო: report.ge
კომენტარები