fbpx
კრიმინალისაქართველო

გია სურამელაშვილის პროდიუსერი კრიმინალურმა პოლიციამ დააკავა

კრიმინალურმა პოლიციამ გია სურამელაშვილის პროდიუსერი დააკავა. ჯიმი მაქაცარიას დაკავების კადრები შსს-მ  გაავრცელა.

უწყების ცნობით, დაკავებულმა პირებმა ამერიკაში წასვლის მსურველ მამაკაცს 17 ათასი დოლარის სანაცვლოდ ყალბი პასპორტი დაუმზადეს და წინასწარ 8500 დოლარი გადაარიცხინეს.

დანაშაული 6-იდან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-მ ფარული ჩანაწერიც გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ თაღლითობის ბრალდებით დაკავებული პროდიუსერი საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ყალბი პასპორტი დაუმზადა, მეტი დამაჯერებლობისთვის ნოე სულაბერიძის და გია ჯაჯანიძის სახელებს უხსენებს.

„პრაიმამბები“ ნოე სულაბერიძეს და გია ჯაჯანიძეს დაუკავშირდა.

ნოე სულაბერიძე (პროდიუსერი): „საერთოდ არ ვიცნობ ამ ადამიანს, არასდროს მქონია შეხება. მადლობა უნდა ვუთხრა შსს-ს, რომ გახსნა დანაშაული და ბოლოსდაბოლოს ჩემი რეპუტაცია და სახელი საბოლოოდ გადარჩენილია. ძალიან კარგია, რომ ეს საქმე გაიხსნა.

ჯერჯერობით საგამოძიებო ორგანოდან არ დამკავშირებიან, მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან“.

გია ჯაჯანიძე (ტელეწამყვანი): „ეს ამბავი ორი წელია მესმის, ოღონდ ვერ მივაკვლიე, ვინ იყენებდა ჩემს სახელს. ერთხელ ამერიკის ელჩი გადავიღე გადაცემაში და უფრო გააქტიურდა ხალხი, ეგონათ ელჩის მეგობარი ვიყავი.

ჯიმი მაქაცარიას ცნობით ვიცნობ, კარგი სალმით. არაფერში შემიმჩნევია, არც არაფერი უთხოვია ჩემთვის.

შოკში ჩავვარდი, როცა ეს ამბავი გავიგე. ბევრი გვერდია ფეისბუქზე ჩემი სახელით, თავიდან ყველას ვწერდი წაშალეთ-მეთქი. ადამიანზე კი არ უნდა თქვა, რომ გაგეხარდა მისი გაუბედურება, მაგრამ რეპუტაციას მილახავდა და ცუდია.

როგორც კი დამირეკავენ შსს-დან მივალ და ვითანამშრომლებ“.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close