იტალიაში ჩეკების ლატარიაში მონაწილეობის პროცედურა დღეიდან იწყება. საიტზე www.lotteriadegliscontrini.gov.it შეგიძლიათ შეიყვანოთ თქვენი საგადასახადო კოდი (codice fiscale) და მიიღოთ თქვენი პირადი კოდი ლატარიაში მონაწილეობისთვის – codice lotteria: ეს არის ასოებისა და ციფრებისგან შემდგარი კოდი და შტრიხკოდი, საგადასახადო კოდთან ერთად, რომელიც უნდა წარუდგინოთ სალაროში ნებისმიერი უნაღდო გადახდის დროს იმისათვის, რომ გათამაშებაში მიიღოთ მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
ლატარიის კოდი შეგიძლიათ ამობეჭდოთ ან თქვენს მობილურ ტელეფონში შეინახოთ, რათა მოლარეს/გამყიდველს უჩვენოთ რაიმეს შეძენისას.
ლატარიაში მონაწილეობის პირობაა, რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან შეიძინოთ ერთი ევროს ან მეტი ღირებულების საქონელი ან მომსახურება, უჩვენოთ გამყიდველს (მოლარეს) თქვენი ლატარიის კოდი და სთხოვოთ, შენაძენის მონაცემებს შეადაროს. შენაძენის ღირებულების თითოეული ევრო ვირტუალურ ლატარიის ბილეთად იქცევა (მაქსიმუმ 1000-მდე ვირტუალური ბილეთი თითოეულ ჩეკზე). ამრიგად, 10 შენაძენის გაკეთებისას შესაძლებელია 10 000-მდე ვირტუალური ბილეთის მიღება, 100 შენაძენის გაკეთებისას – 100 000-მდე ვირტუალური ბილეთის მიღება და ა.შ.
თუ შენაძენის საფასური 1 ევროს აჭარბებს, ნებისმიერი ათი ცენტი 49 ცენტის ზემოთ კიდევ ერთ ვირტუალურ ბილეთს დაგიმატებთ.
ლატარიაში მონაწილეობა შეუძლია იტალიაში მცხოვრებ ნებისმიერ სრულწლოვან ფიზიკურ პირს, რომელმაც მიიღო ლატარიის კოდი (ამისთვის კი საჭიროა გქონდეთ ე. წ. კოდიჩე ფისკალე) და შეიძენს საქონელს ან მომსახურებას საცალო ვაჭრობის მაღაზიებში.
ინტერნეტში, აგრეთვე, საკუთარი ბიზნესის, ხელოვნების ან პროფესიის ფარგლებში შენაძენებზე ლატარია არ ვრცელდება.
გათამაშებები გაიმართება ყოველკვირეულად, ყოველთვიურად და ყოველწლიურად.
ლატარიაში მონაწილეობა შეგიძლიათ ნაღდი ფულის გადახდითაც, თუმცა ამ შემთხვევაში მოგების შანსი მცირდება: ყოველკვირეულად გათამაშდება 7 პრიზი – თითოეული 5000 ევროს ოდენობით, 30 000 ევროს ოდენობის 3 პრიზი – ყოველთვიურად და 1 მლნ ევრო – ყოველწლიურად.
უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში კი ყოველკვირეულად თამაშდება 15 პრიზი, თითოეული 25000 ევროს ოდენობით – მომხმარებლებისთვის და 15 პრიზი, თითოეული 5000 ევროს ოდენობით – გამყიდველებისთვის; ყოველთვიურად 10 პრიზი, თითოეული 100 000 ევროს ოდენობით – მომხმარებლებისთვის და 10 პრიზი, თითოეული 20 0000 ევროს ოდენობით – გამყიდველებისთვის; ყოველწლიურად 5 000 000 ევრო – მომხმარებლებისთვის და 1 000 000 ევრო – გამყიდველისთვის.
აღსანიშნავია, რომ მოგებული თანხა არ დაიბეგრება.
საგადასახადო ყოველთვის უგზავნის მომხმარებელს მოგების შემთხვევაში შეკვეთილ წერილს შეტყობინებით ან ქვითარს ხელზე გადმოსაცემად. თუ ლატარიის პორტალზე თქვენი ტელეფონის ნომერს შეიყვანთ, შეტყობინება მობილურზე SMS-ის სახით მოგივათ.
აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება: იმ მოლარეებისა და გამყიდველებისთვის, რომლებიც უარს იტყვიან მიიღონ საგადასახადო კოდი ჩეკების ლატარეაში მონაწილეობისთვის, ფისკალური დეკრეტი (მიბმულია ბიუჯეტის კანონზე) ითვალისწინებს ჯარიმას 500-იდან 2000 ევრომდე.
ნინო ხოშტარია
კომენტარები