fbpx
მედიცინამსოფლიო

რუსეთი ამბობს, რომ ინდოეთი ახალი კორონავირუსის რუსული ვაქცინის 100 მილიონ დოზას გამოუშვებს

რუსეთში ახალი კორონავირუსის ვაქცინის, Sputnik-V-ს ერთ-ერთმა შემქმნელმა განაცხადა, რომ ინდური ფარმაცევტული კომპანია „ჰეტერო“ აპირებს, ამ ვაქცინის 100 მილიონზე მეტი დოზა აწარმოოს. ინდოეთი მსოფლიოში ვაქცინების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია.

რუსეთი მსოფლიოს პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინა შეიმუშავა და დაამტკიცა. თუმცა აგვისტოში ნებართვამიღებულ ვაქცინას კვლევის ყველაზე მასშტაბური და საბოლოო, მესამე ფაზა ჯერ არ გაუვლია. ასევე, უცნობია კვლევის შედეგები და სხვა დეტალები, რომელთა გამოც სფეროს ექსპერტებს ამ ვაქცინასთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა აქვთ.

ვაქცინა ახლა გადის კლინკური ცდის მესამე ფაზას, თუმცა მოსკოვში უკვე განაცხადეს, რომ შპუტნიკ-V-ს ეფექტურობა 95% პროცენტია. რუსეთის სამხედრო ძალებში იმასაც აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გასცა ბრძანება 400 000 სამხედროს დაუყოვნებლივ აცრის შესახებ.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთის მიერ ვაქცინის ასე ნააადრევად და ბუნდოვან გარემოებებში მიღება პოლიტიკური მიზეზებით იყო განპირობებული. რუსეთს სურდა დაემტკიცებინა საკუთარი გამარჯვება და პირველობა ამ რბოლაში, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები არიან ჩართული.

გარდა იმისა, რომ რუსეთს სურს მსოფლიოს სხვა ქვეყნებს დაანახოს, რომ პირველი და ყველაზე წარმატებული იყო ვაქცინის შექმნაში, მას ეს ქვეყნის შიგნითაც აქვს დასამტკიცებელი. რუსეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც ძლიერ დაზარლდა კორონავირუსის გამო. არსებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, დაინფიცირებულთა რაოდენობით, რუსეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის 2 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევა აქვთ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ახლა დაახლოებით 12 ვაქცინა გადის საბოლოო ფაზას და კვლევებს იმის გასაგებად, არის თუ არა ეს ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტური.

amerikiskhma.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close