fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

იაპონიაში სუიციდით ერთ თვეში იმაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე კოვიდით 2020 წელს

იაპონიაში ოქტომბერში სუიციდით 2100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

იაპონიის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ოქტომბერში თვითმკვლელობამ იმაზე მეტი სიცოცხლე შეიწირა, ვიდრე კოვიდ -19-მა მთელი წლის განმავლობაში.

იაპონიის პოლიციის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ოქტომბერში თვითმკვლელთა რიცხვი 2153-მდე გაიზარდა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, იაპონიაში Covid-19-ს-ს ჯამში 2087 ადამიანი ემსხვერპლა.

იაპონიამ სტატისტიკა თვითმკვლელობის შესახებ იმაზე ადრე განაახლა, ვიდრე მსოფლიო მოელოდა. აშშ-მა აღნიშნული მონაცემები ბოლოს 2018 წელს განაახლა.

„ჩვენთან, სხვა ქვეყნებთან შედარებით, კოვიდის გავლენა ძალიან მცირეა, არც ლოქდაუნი გვქონია… მაგრამ მაინც ვხედავთ თვითმკვლელობების რაოდენობის ამხელა ზრდას. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სხვა ქვეყნებში შეიძლება მომავალში თვითმკვლელობების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს“, – განაცხადა ვასედის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და სუიციდის ექსპერტმა, მიჩიკო უედამ.

digest.pia.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close