fbpx
მსოფლიოსპორტი

რა მოხდა გარდაცვალების დღეს მარადონას სახლში და რატომ დაიწყო გამოძიება

დიეგო მარადონას პირადი ექიმი ლეოპოლდო ლუკე ეჭვმიტანილია პროფესიულ დაუდევრობაში, რამაც ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის სიკვდილი გამოიწვია.

როგორც ბრიტანული გაზეთი „მირორი“ არგენტინულ პრესაზე დაყრდნობით წერს, გამომძიებლებმა, რომლებიც მარადონას გარდაცვალების საქმეს იძიებენ, ლუკეს სახლში და ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს და დოკუმენტები ამოიღეს.

ჩხრეკის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მარადონას შვილებმა მისცეს ჩვენება და დასვეს კითხვა – ის მედიკამენტები, რომლებსაც მარადონა იღებდა, რამდენად შეესაბამებოდა ფეხბურთის ლეგენდის ჯანმრთელობის მდგომარეობას. შეგახსენებთ, რომ სწორედ ლუკეს ხელმძღვანელობით ჩატარდა მარადონას თავის ტვინზე ოპერაცია, მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღით ადრე.

ექიმმა უარყო ლეგენდარულ ფეხბურთელის სიკვდილთან დაკავშირებით ბრალდება, რომელიც მისი მისამართით გამოითქვა, თუმცა აღიარა, რომ ბევრჯერ მოსვლია კონფლიქტი მარადონასთან.

„დიეგო ვერ იტანდა ექიმებს. ბევრი პრობლემა ჰქონდა იქამდე, სანამ მე შევხვდი. მას დახმარება სჭირდებოდა.

რა მოხდა იმ დღეს, როცა ჩვენ ვიჩხუბეთ? დიეგოს ბევრჯერ გავუგდივარ სახლიდან, შემდეგ კი მირეკავდა. ჩემი ურთიერთობა მასთან – ეს იყო მეამბოხე მამისა და ვაჟის ურთიერთობა. ჩხუბის დღეს, როგორც ყოველთვის, მასთან მივედი და მოხდა ის, რაც მოხდა: დიეგო ცუდად გახდა და ყველა გააგდო სახლიდან. ის საკუთარ ქალიშვილებსაც არ იკარებდა. და იმ დღეს მეც გამაგდო.,მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მას დახმარება სჭირდებოდა.

არავისგან არ ყოფილა სამედიცინო შეცდომა. დიეგოს გულის შეტევა ჰქონდა. მისი მახასიათებლების მქონე პაციენტისთვის ამგვარი სიკვდილი ჩვეულებრივი მოვლენაა. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო“, – თქვა ლუკემ.

დიეგო მარადონა 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

1tv.ge-ის მასალების მიხედვით

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close