ქართველები უცხოეთში

ფეხმძიმე ქეთა თოფურია და მისი რჩეული დაქორწინდნენ (ვიდეო)

ქეთა თოფურიამ 23 ნოემბერს თავის თაყვანისმცემლებს სასიხარულო ამბავი აცნობა – «А’Студио»-ს 34 წლის სოლისტი და მისი რჩეული, რუსი დიპლომატი, 36 წლის ლევ დენგოვი ოფიციალურად დაქორწინდნენ.

ქორწილი 20 ნოემბერს გაიმართა და წვეულებას მხოლოდ უახლოესი მეგობრები და ნათესავები ესწრებოდნენ.

ქეთამ მოკლე, მხრებზე მოღებული, ტანზე მომდგარი თეთრი ელეგანტური საქორწილო კაბა შეარჩია, რომელიც მის ფეხმძიმობას ხაზს უსვამდა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official)

თავად მომღერალი ბავშვის სქესს არ ამხელს, თუმცა რუსული მედია წერს, რომ წყვილი ბიჭს ელოდება. ქეთამ ტრადიციულ საქორწილო ვარცხნილობაზე უარი თქვა. რაც შეეხება მაკიაჟს, მან აქცენტი ტუჩებზე გააკეთა და კაშკაშა წითელი პომადა აირჩია.

ლევ დენგოვი კი მუქლურჯ ხვერდის კოსტიუმსა და თეთრ პერანგში იყო გამოწყობილი.

ლევ დენგოვმა ქეთას ულამაზესი ბეჭდები აჩუქა შთამბეჭდავი ბრილიანტებით.

ამჟამად წყვილი ქალაქგარეთ ისვენებს.

შეგახსენებთ, რომ ეს ქეთა თოფურიასთვის მეორე ქორწინებაა, ისევე როგორც ლევ დენგოვისთვის. პირველი ქორწინებიდან ორივეს ჰყავს შვილები: ქეთას – 5 წლის გოგონა ოლივია, დენგოვს კი ვაჟი – ლეონიდი და გოგონა – შოშანა.

ქეთა 2013-2017 წლებში ქორწინებაში იმყოფებოდა ებრაული წარმოშობის რუს ბიზნესმენთან, მილიონერ ლევ გეიხმანთან. ისინი 2017 წელს დაშორდნენ, როგორც მედია წერს, მეგობრებად დარჩნენ და საერთო შვილს ერთობლივად ზრდიან.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close