მსოფლიოპოლიტიკა

საფრანგეთის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს

305 ხმით ერთის წინააღმდეგ საფრანგეთის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ხელისუფლებას მოუწოდებს, აღიაროს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა.

დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორია სენატორი ბრუნო რეტაიო. რეზოლუციით კანონმდებლები ასევე „გმობენ აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიას, რომელიც თურქეთის ხელისუფლებისა და დაქირავებული მებრძოლების მხარდაჭერით განახორციელეს“ და 27 სექტემბერს დაწყებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაკავებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალების გაყვანისკენ მოუწოდებენ.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია, რომელიც სენატმა მიიღო, სარეკომენდაციო ხასიათისაა და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებული არ არის, ის შეასრულოს.

გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში უკვე გამოეხმაურა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

„საფრანგეთის სენატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ისტორიულია. არცახის საერთაშორისო აღიარება საერთაშორისო დღის წესრიგში დგება“, – წერს ფაშინიანი.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close