fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

ჯო ბაიდენმა მომავალი კაბინეტის რამდენიმე წევრი დაასახელა

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მომავალი კაბინეტის რამდენიმე წევრი დაასახელა. ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ტონი ბლინკენი წარადგინა, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, 2013 -2015 წლებში კი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე იყო.

ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი კი კლიმატის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი იქნება და ეროვნული უსაფრთხოების გუნდში იმუშავებს.

ბაიდენმა დაზვერვის სამსახურის უფროსად ავრილ ჰაინესი წარადგინა, რომელიც პირველი ქალი იქნება ამ თანამდებობაზე.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლად ჯო ბაიდენმა ჯეიკ სულივანი წარადგინა, რომელიც ამ პოსტზე წარდგენილი ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატია.

ასევე, ბაიდენმა ლინდა ტომას გრინფილდი გაეროში ამერიკის ელჩად წარადგინა. ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, გაეროში ამერიკის ელჩი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაშიც იქნება.

„ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის კუთხით დასაკარგი დრო არ გვაქვს. პირველივე დღეს მჭირდება გუნდი, რომელიც მზად იქნება აღადგინოს ამერიკის ადგილი მაგიდის სათავეში“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

წარდგენილი კანდიდატებიდან რამდენიმეს დასამტკიცებლად სენატის თანხმობაა საჭირო.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close