fbpx
სპორტი

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში 6 მედლით დაასრულა (ვიდეო)

დღეს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში. ასპარეზობის ბოლო, მესამე დღეს საქართველოს ნაკრების ღირსებას 4 მოჭიდავე იცავდა – ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ). 

ასპარეზობა ოთხივემ კარგად დაიწყო და ოთხივე ნახევარფინალში გადავიდა, თუმცა ნახევარფინალური შეხვედრები დათმეს და ბრინჯაოს მედლისთვის მოუწიათ ორთაბრძოლა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ვარლამ ლიპარტელიანი დამარცხდა, ბექა ღვინიაშვილმა, გურამ თუშიშვილმა და ლევან მატიაშვილმა მეტოქეებს სძლიეს და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

აღსანიშნვია, რომ ბექა ღვინიაშვილი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველ ძიუდოისტს – ნიკოლოზ შერაზადიშვილს დაუპირისპირდა და სუფთა გამარჯვება მოიპოვა (შებოჭვით).

მეტოქეებს სუფთად მოუგეს გურამ თუშიშვილმა და ლევან მატიაშვილმაც.

გუშინ საქართველოს ნაკრებს წარმატებული დღე ჰქონდა – 81 კგ წონით კატეგორიაში ბრწყინვალედ იასპარეზა 20 წლის ტატო გრიგალაშვილმა, რომელმაც ფინალში 45 წამში დაამარცხა ბულგარელი ივაილო ივანოვი და ევროპის ჩემპიონი გახდა. ოლიმპიური თამაშების ოქროს და ბრინჯაოს მედლების მფლობელმა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ფინალში მოლდოველ ვიქტორ სტეპრუსთან წააგო და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ლუკა მაისურაძემ (81 კგ) კი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ტიტულოვანი ნიდერლანდელი ძიუდოისტი ფრანკ დე ვიტი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

საერთო ჯამში, მედლების რაოდენობით, საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი მოიპოვა.

ნახეთ ტატო გრიგალაშვილის ბრწყინვალე მოგება.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close