საქართველოსპორტი

ლანჩხუთელმა გოგონებმა უეფას ჩემპიონთა ლიგის საგზური ნასესხები ფულით და დახეული ბუცებით მოიპოვეს! (ვიდეო)

ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში, რომელიც 19 ნოემბერს გაიმართა, „ლანჩხუთმა“ სტუმრად რუმინეთში „ოლიმპია კლუჟი“ 1:0 დაამარცხა და, პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საქართველოს საფეხბურთო კლუბი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

გამარჯვების გოლი ხატია ჭყონიამ გაიტანა. 31 წლის თავდამსხმელმა მოწინააღმდეგის კარის ბადეში ბურთი 68-ე წუთზე გაახვია.

ქართველმა გოგონებმა ის შეძლეს, რასაც ფეხბურთის გულშემატკივარი ამაოდ ელის ათეულობით წლებია, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ ძალიან მაგარ ფეხბურთელ გოგონებს ცუდ პირობებში უწევთ ცხოვრება და შეჯიბრებებისთვის მზადება.

გავრცელდა ვიდეო, სადაც ლანჩხუთელი ფეხბურთელები არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობენ.

„ერთ ოთახში ვცხოვრობთ სამნი, არის კიდევ ორი ოთახი, სულ სამი და 5-6 კაცი ვცხოვრობთ. გვაქვს ჩვეულებრივი გაზის გათბობა, ზამთარში ძალიან ვწვალობთ. ვარჯიშიდან რომ მოვდივართ, გარეთ დაბანა გვიწევს. გაოფლიანებული ჩავდივართ აბანოში და გავციებულვართ კიდეც. გაზთან ვაშრობთ სარეცხს, რომ მომდევნო ვარჯიშისთვის მოვემზადოთ, ზოგჯერ არც შრება სარეცხი“.

„შეიძლება რაღაცის გაკეთება, ელემენტარულად სპორტულები მაინც რომ მოეცათ. 4 თვის ხელფასი გვაქვს ასაღები. ის ორი თვის ხელფასი რაც ჩაგვერიცხა, კლუბის წარმომადგენლებმა აიღეს სესხი, ამხელა გზაზე რომ მოვდიოდით, რაღაცები რომ გვეყიდა, რაც არ გვქონდა“.

„ორ ფეხბურთელს ბუცი არ ჰქონდა, ერთმა იყიდა, მეც არ მქონდა და დახეული ბუცებით ვთამაშობ“.

სოციალურ ქსელში კი ლანჩხუთის ქალთა გუნდის მხარდამჭერი მარიამ ცერცვაძე სტატუსს აქვეყნებს, როგორც ის წერს, ნასესხები ფულით გოგოებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს და ითხოვს, რომ  იქნებ რომელიმე კომპანიამ დააფინანსოს CSR-ის ფარგლებში.

ლანჩხუთის ქალთა გუნდს, 4 თვეა ხელფასი არ აუღია, ბაზაზე 6 გოგო ცხოვრობს ერთ ოთახში, ”აბანო” კი გარეთ აქვთ და ხშირად…

Posted by Mariam Tsertsvadzé on პარასკევი, 20 ნოემბერი, 2020

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close