fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

წყალქვეშა ნავზე ამძვრალი დათვები რუსმა სამხედროებმა მოკლეს (ვიდეო)

რუსეთში, კამჩატკის ნახავარკუძნულზე რუსმა სამხედროებმა დათვი და დათვის ბელი მოკლეს, რომლებიც წყალქვეშა ნავზე აძვრნენ. ამის შესახებ BBC იუწყება.

დათვების დახოცვის ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა და მას მომხმარებლების მკვეთრად ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. ვიდეოზე ისმის სროლის ხმა და ჩანს, რომ ერთ-ერთი დათვი წყალში ვარდება. სოცქსელების მომხმარებლები ამას ცხოველების მიმართ არაჰუმანურ მოპყრობას უწოდებენ.

სამხედროები აცხადებენ, რომ ისინი ინსტრუქციით მოქმედებდნენ. დათვი ადამიანების სოცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა, ამიტომ მათ სატყეო მეურნეობის წარმომადგენელი გამოიძახეს. სწორედ მან დახოცა წყალქვეშა ნავზე ასული ცხოველები.

ქალაქ ვილუჩინსკში, სადაც ინციდენტი მოხდა, რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის ბაზა მდებარეობს. ამ ქალაქში დათვები საკმაოდ ხშირად ჩნდებიან. მხოლოდ წელს პოლიციამ და სატყეო მეურნეობის წარმომადგენლებმა აქ 50 დათვი მოკლეს. კამჩატკაზე საერთო ჯამში 24 ათასი რუხი დათვი ბინადრობს.

pia.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close