fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

უნგრეთში ერთნაირსქესიან წყვილებს შვილის აყვანის უფლებას ჩამოართმევენ

უნგრეთში ერთნაირსქესიან წყვილებს შვილის აყვანის უფლებას ჩამოართმევენ. შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილება უნგრეთის მთავრობამ მოამზადა.

ხელისუფლების მიერ ინიცირებულ შესწორებაში ჩაიწერება, რომ „დედა ქალია, ხოლო მამა – კაცი“. ამასთან, ბავშვის აყვანა მხოლოდ დაქორწინებულ წყვილებს შეეძლებათ.

ერთნაირსექსიანი წყვილების ქორწინება უნგრეთში კანონით აკრძალულია, თუმცა ბავშვის აყვანა შესაძლებელია, თუ ამას ერთ-ერთი პარტნიორი ცალკე ითხოვს.

თუ მთავრობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება ძალაში შევიდა, ერთნაირსქესიანი წყვილები ბავშვს ვეღარ იშვილებენ. ამას გარდა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში წერია, რომ „ბავშვებმა განათლება უნგრეთის კონსტიტუციურ იდენტობაზე დაფუძნებული ღირებულებებით და ქრისტიანული კულტურით უნდა მიიღონ“.

კანონპროექტი უფლებადამცველებმა უკვე დაგმეს. მათი თქმით, ეს ცვლილებები საერთაშორისო და ევროპაში მოქმედ ადამიანის უფლებების ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება.

1tv,ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close