fbpx
ქართველები უცხოეთში

საქართველოს საელჩო ნიუ-იორკის შტატში მყოფი ჩვენი მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩო აშშ-ში ნიუ-იორკის შტატში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

„13 ნოემბრიდან (პარასკევი), ბარები, რესტორნები, სავარჯიშო დარბაზები, ფიტნეს ცენტრები და ალკოჰოლის გაყიდვის ლიცენზიის მქონე დაწესებულებები დაიკეტება 22:00 საათიდან 05:00 საათამდე. შეზღუდვა არ შეეხება მიტანის მომსახურებას.

ახალი რეგულაციის თანახმად, შენობის შიდა და გარე შეკრებებზე დაშვებული იქნება მხოლოდ ათი ადამიანი.

რეგულაციების შესახებ 11 ნოემბერს განცხადება გააკეთა ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ ქუომომ“,- წერს საელჩო ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close