ჯანმრთელობარჩევები

ნოემბერში ძლიერი მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი

როგორ უნდა შევხვდეთ ამ დღეებს?

10 ნოემბერს დასრულდა 10-დღიანი მაგნიტური ქარიშხალი და ამინდზე დამოკიდებულ ადამიანებს ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ. 16-17 ნოემბრამდე მაგნიტოსფერო შედარებით მშვიდი იქნება, მაგრამ შემდეგ კიდევ მოსალოდნელია მაგნიტური ქარიშხალი.

2020 წლის ნოემბრის დასაწყისიდან მზეზე უკვე C კლასის 29 აფეთქება დაფიქსირდა. „ეს ჩვენს ვარსკვლავზე 2017 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე ძლიერი ამოფრქვევების კასკადია“, – აცხადებენ  მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორიის ექსპერტები.

მზეზე ამოფრქვევების საზომი სკალის თანახმად, C კლასის აფეთქება საშუალო სიძლიერისაა. ამ სკალას ხუთი გრადაცია აქვს – A, B, C, M და X კლასები (მათ შორის X ყველაზე ძლიერია). ითვლება, რომ სწორედ C კლასიდან დაწყებული შეუძლია მზის ამოფრქვევებს გავლენა მოახდინოს დედამიწაზე.

საერთო ჯამში, 2020 წლის 1-ლი იანვრიდან მზეზე 48 აალება დაფიქსირდა, მათ შორის, 47 – C კლასის და ერთი – M კლასის. ამრიგად, ნოემბრის პირველ 10 დღეში ჩვენს ვარსკვლავზე უკვე უფრო მეტი აალება მოხდა, ვიდრე მთელი გასული წლის განმავლობაში.

შემდეგი მაგნიტური ქარიშხალი რამდენიმე დღეს გაგრძელდება. მათ შორის განსაკუთრებით ორი დღე იქნება გამორჩეული მზის ძლიერი ზემოქმედებით.

18 ნოემბერს – მაგნიტოსფერო მეტ-ნაკლებად მშვიდი იქნება, 19 ნოემბერს – მღელვარე, 20-ში – მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი, 21-ში – კვლავ მღელვარე და 22 ნოემბერს კი ძლიერი მაგნიტური შტორმი გველოდება.

რჩევები: როგორ მოვემზადოთ მაგნიტური შტორმების დღეებისთვის

მეტეოპათებში (ამინდზე დამოკიდებული ადამიანები) ასეთ დღეებში ყველაზე ხშირად შემდეგი სიმპტომები ვლინდება:

  • თავის ტკივილი;
  • ცუდი ძილი და განწყობა;
  • ქოშინი;
  • მაღალი ან დაბალი წნევა;
  • სწრაფი გულისცემა;
  • გაღიზიანება, ნერვიულობა, შფოთვა, აპათია;
  • უძლურება, სისუსტე მთელ სხეულში;
  • სისხლდენა ცხვირიდან.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობას სისხლძარღვთა და გულის დაავადებების მქონე ადამიანებმა, რადგან სწორედ ამ ორგანოებზე მოდის მთავარი დარტყმა მაგნიტური ანომალიების დროს. ასევე, ზოგადად, ყველას, ვისაც რაიმე ქრონიკული დაავადება აქვს, სპეციალისტები ურჩევენ, პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრებში იქონიონ საჭირო მედიკამენტები. მაგნიტური ქარიშხლების მთავარი საშიშროება სწორედ ასეთი თანმხლები დაავადებების გამწვავებაა.

მეცნიერები, რომლებიც ადამიანებზე გეომაგნიტური ზეგავლენის პრობლემების კვლევით არიან დაკავებულები, აღნიშნავენ, რომ ამ პერიოდში შეუძლებელია მაგნიტური ქარიშხლების გავლენისგან სრულად თავის დაღწევა, მაგრამ მისი ზეგავლენის შემცირება შესაძლებელია. ექიმები რეკომენდაციებს გვაძლევენ, რომ საჭიროა უფრო მეტი სიარული სუფთა ჰაერზე; სხეულის საერთო აქტივობის შენარჩუნება; შეეცადეთ შეამციროთ მავნე ნივთიერებების უარყოფითი გავლენა მოწევისა და ალკოჰოლის მოხმარების სახით; მიირთვით მეტი ახალი ბოსტნეული და ხილი; უარი თქვით ცხიმიან, შემწვარ საკვებზე და ხორცპროდუქტებზე.

სხეულისთვის სასარგებლო იქნება კონტრასტული შხაპის მიღება, სხეულის გაკაჟება, ზოგადად, ყველაფერი, რაც სისხლძარღვთა სისტემას გააძლიერებს.

ამ რეკომენდაციებს თუ დაიცავთ, შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ, ისე ჩაივლის მაგნიტური შტორმების დღეები.

თამარ ქავჟარაძე

მომზადებულია ინტერნეტმასალების მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close