პოლიტიკასაქართველო

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრებიან საფრანგეთისა და ევროკავშირის ელჩებიც.

ოპოზიციიდან შეხვედრაში მონაწილეობენ: გრიგოლ ვაშაძე („ნაციონალური მოძრაობა“), დავით ბაქრაძე („ევროპული საქართველო“), გიორგი ვაშაძე („სტრატეგია აღმაშენებელი“), ბადრი ჯაფარიძე („ლელო“), ზურა ჯაფარიძე („გირჩი“), ირმა ინაშვილი („პატრიოტთა ალიანსი“), ალეკო ელისაშვილი („მოქალაქეები“) და შალვა ნათელაშვილი („ლეიბორისტული პარტია“) – 1%-იანი ბარიერგადალახული ყველა პარტიის წარმომადგენლები,აგრეთვე, პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

შეხვედრა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმოამდგენლებს შორის არჩევნების შემდეგ პირველად იმართება. მას წინ უსწრებდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება, რომ უცხოელი პარტნიორების შუამავლობით დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა. მის განცხადებას ოპოზიცია უარყოფითად შეხვდა. მათი თქმით, არანაირი შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close