„სასწრაფო არ მოდის, ოჯახის ექიმი მკურნალობას არ გინიშნავს, საავადმყოფოში არ გაწვენენ… მორჩით ქართულ მედიცინაზე ღლიცინს…“ – ქართველი დიზაინერი ავსტრიიდან
ავსტრიაში მცხოვრები ქართველი დიზაინერი ნინო გურჯიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღწერს იმ მდგომარეობას, რაც კოვიდ-19-თან დაკავშირებით რეალურადაა ავსტრიაში.
როგორც ნინო გურჯიშვილი აღნიშნავს, ავსტრიაში ეპიდემიის მართვასთან დაკავშირებით გაცილებით რთული ვითარებაა, ვიდრე საქართველოში.
სრული დაზღვევის მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს ყველა სიმპტომი, რეკავს ქოლცენტრში ტესტის ჩასატარებლად, პასუხობენ, რომ დაუკავშირდებიან, ცოტა ხანში რეკავენ და მეორე დღეს (!) იბარებენ წითელი ჯვრის (ქუჩაში დგას კარავი) პუნქტში, მანქანიდან გადაუსვლელად აგიღებენ ნაცხს, გაყინავენ და მიაქვთ 40 კმ დაშორებით სხვა ლაბორატორიაში.
პასუხი იქნება 4 (!!!!) დღეში თუ შაბათი-კვირა არ გამოეჩხირა ანუ 6 დღე შეიძლება იყო დაავადებული პასუხის მოლოდინში, შეგიძლია კერძო ტესტი გაიკეთო 120 ევროდ, რომელსაც დაზღვევა არ ფარავს. და ისიც 2 დღეში იქნება, სასწრაფო არ მოდის, ოჯახის ექიმი წამლებს და მკურნალობას არ გინიშნავს, ოჯახის ექიმი არ გირეკავს და არ გეკითხება, თუ ხარ ცოცხალი, საავადმყოფოში არ გაწვენენ, არავის აზრადაც არ მოუვა პაციენტის სასწრაფოთი ტარება ჰოსპიტალში თავისუფალი ადგილის ძებნაში, ჰოსპიტალში რა ხდება არ ვიცი!
ხალხო!!! მორჩით ქართულ მედიცინაზე და ქართველ მედიკოსებზე ღლიცინს და „იაზვობას“, მორჩით ჯიუტობას, იყავით კანონმორჩილები, მიჰყევით რჩევებს და რეგულაციებს და იყავით მადლიერები იმისა, რაც საქართველოში ჩვენი და სხვა მოქალაქეებისთვის უსასყიდლოდ გაკეთდა და კეთდება, 3 მილიონ საწოლს ვერ დადგამენ და ყველა დაწესებულებას სტაციონარად ვერ აქცევენ, ეცით პატივი ერთმანეთს და თქვენს გვერდით მდგომს, დაიცავით რეგულაციები, მორჩით „ტუსოვკებზე“ და რესტორნებში წანწალს!!!
იმედია ეს ყველაფერი როდესმე დამთავრდება…
P. S.
აქ დაწერილი არც ერთი სიტყვით არ მინდა შეურაცხვყო ან გავაკრიტიკო ავსტრიის სამედიცინო სფერო და კერძოდ არც ერთი მედიკოსი, მეცნიერებამდე დაყვანილი ყველა მათი ქმედება, დიდი პროფესიონალიზმი და მკურნალობის ტექნოლოგიები მხოლოდ უმაღალეს შეფასებას იმსახურებს, ამას ჩემი გამოცდილებით ვწერ“, – წერს ნინო გურჯიშვილი ფეისბუქში.
ავსტრიაში ვარ და გიყვებით რეალურ, აქაურ მდგომარეობას ვირუსთან ბრძოლასთან დაკავშირებით.სრული დაზღვევის მქონე პიროვნება,…
Posted by Nino Gurjishvili on შაბათი, 07 ნოემბერი, 2020
კომენტარები