საქართველოსპორტი

ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფი ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატზე

ხორვატიის ქალაქ პორეცში ძიუდოს 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენების ტრიუმფით დასრულდა.

გათამაშების მეორე დღეს ტატამზე ხუთი ქართველი გამოვიდა, საიდანაც ორმა – ტატო გრიგალაშვილი (81კგ) და ლუკა მაისურაძემ (90კგ) ოქროს მედლების მოპოვება შეძლეს. გრიგალაშვილმა შვეიცარიელი ძიუდოისტი დაამარცხა, ხოლო მაისურაძემ რუს სპორტსმენს სუფთა გამარჯვებით სძლია. გელა ზაალიშვილმა (+100) კი ფინალი დათმო და ვერცხლის მედალი აიღო.

კიდევ ორი ძიუდოისტი – ვლადიმირ ახალკაცი (81კგ) და ონისე სანებლიძე (-100კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.

შეგახსენებთ, რომ გათამაშების სასტარტო დღეს 60კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თემურ ნოზაძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ამავე წონაში ჯაბა პაპინაშვილი ბრინჯაოს დაეუფლა. ასევე მესამე ადგილი აიღო ბაგრატ ნინიაშვილმაც (66კგ). საქართველოს ნაკრებმა საერთო ჯამში ორი ოქროს, ორი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close