ფსიქოლოგიაჯანმრთელობა

თუ სახლში მუდმივი არეულობაა…

ფარული ფსიქიკური პრობლემები, რომლებზეც სახლში არსებული არეულობა მიუთითებს

დიასახლისები სახლში არეულ-დარეულობასა და მიულაგებლობას ხშირად საკუთარ დაუდევრობას ან სიზარმაცეს აბრალებენ. სინამდვილეში კი, ფსიქოლოგების აზრით, უწესრიგობა ხშირ შემთხვევაში ფსიქიკურ პრობლემებს უკავშირდება. აი, რა მიზეზებზე მიუთითებენ სპეციალისტები:

საზღვრების დარღვევა

სახლში არეულობის შენარჩუნებით ადამიანი ცდილობს შეეწინააღმდეგოს მისი პირადი საზღვრების დარღვევას. იგი ამგვარად იცავს მათ და აჩვენებს, რომ სახლში რაიმეს მაინც წყვეტს. როგორც წესი, ასეთი პროტესტი ოჯახში კონფლიქტს მოჰყვება ხოლმე. მაგალითად, ბავშვებსა და მშობლებს ან პარტნიორებს შორის.

ცვლილებების შიში

სივრცის ზედმეტი ნივთებით გადავსებით ადამიანი ცდილობს შეებრძოლოს მის ცხოვრებაში  სიახლეებით გამოწვეულ შიშს. უწესრიგობა თითქოს დროს აჩერებს და უსაფრთხოების ილუზიას ქმნის. ადამიანი ძველ ნივთებთან კავშირს არ წყვეტს და ამით ცვლილებებს ეწინააღმდეგება.

დეპრესია

კლინიკური დეპრესიის ერთ-ერთი გამოვლინებაა აპათია ყველაფრის მიმართ, მათ შორის,  დალაგების ჩათვლით. ადამიანს შეუძლია თვეობით იცხოვროს არეულ სივრცეში და დისკომფორტს არ განიცდიდეს. გარდა ამისა, ეს დაავადება დიდ ენერგიას აცლის მის პატრონს და სახლის მისახედად ძალები აღარ გააჩნია. არეულობა იმაზეც მიანიშნებს, რომ ადამიანი საკუთარ თავს პატივს აღარ სცემს.

ინფანტილიზმი

ზოგიერთ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია ნამდვილი ბავშვივით მოიქცეს და დაელოდოს ვინმეს, ვინც მის მაგივრად დაასუფთავებს სახლს და ნივთებს თავის ადგილს მიუჩენს. თუ ადამიანის თავის საცხოვრებელ სივრცეში წესრიგის დამყარებაზე უარს ამბობს, ის ამით აცხადებს, რომ მას არ სურს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და ზრდასრული ადამიანის შესაფერისი გადაწყვეტილებების მიღება.

თამარ ქავჟარაძე

მომზადებულია ინტერნეტმასალების მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close