fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

ათენში პირველი ოფიციალური მეჩეთი გაიხსნა თითქმის 180 წლის შემდეგ

ათენში ორშაბათს, 2 ნოემბერს ოფიციალური მეჩეთი გაიხსნა, პირველად თითქმის 180 წლის შემდეგ. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს. ათენში მე-19 საუკუნის შემდეგ მუსლიმებისთვის არცერთი ოფიციალური სამლოცველო არ ფუნქციონირებდა.

მეჩეთი განათლების და რელიგიის მინისტრის, მარიეტა ძანაკუს მიერ შესაბამისი კანონის მიღებიდან 16 წლის შემდეგ გაიხსნა ათენის უბან ვოტანიკოსში.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის დედაქალაქში მე-19 საუკუნის შემდეგ მუსლიმებისთვის არცერთი სამლოცველო არ ფუნქციონირებდა და ამ დრომდე ათენი ევროპის ერთადერთი დედაქალაქი იყო, სადაც ოფიციალურად მეჩეთი არ არსებობდა.

მეჩეთის წინამძღოლი (იმამი) მაროკოული წარმოშობის საბერძნეთის მოქალაქე, 49 წლის ზაკი მუჰამედი იქნება. მეჩეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების შესაბამისად, სოციალური დისტანციის დაცვით გახსნეს.

მას შემდეგ, რაც საბერძნეთი ოსმალეთის იმპერიას გამოეყო, 1821 წლიდან ქვეყანაში არსებული მეჩეთები გადააკეთეს ან დაანგრიეს. საბერძნეთში მუსლიმ მორწმუნეთა უფლებების უგულებელყოფაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი ვერდიქტი ქვს გამოტანილი.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close