მსოფლიოnews

ვენაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ვენაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ISIS-ის მიერ „ტელეგრამის“ არხით გაავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვენაში შეიარაღებული თავდასხმა აბუ დუჯანა ალ-ალბანიმ განახორციელა იარაღით და დანებით, როგორც „ხალიფატის ჯარისკაცმა“.

ტერაქტი ვენაში 2 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე მოხდა. სროლების შედეგად, სულ ცოტა, 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 17 კი დაიჭრა. მათგან 7-ის მდგომარეობა კრიტიკულია. მეხუთე გარდაცვლილი თავდამსხმელია, რომელიც პოლიციელებმა მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტებმა ცეცხლი 6 სხვადასხვა ადგილას გახსნეს, მათ შორის, ვენის ცენტრში მდებარე სინაგოგასთან.

გუშინ და დღეს 3 ეჭვმიტანილი დააკავეს, მათგან 2 – სანკტ პიოლტენში, დაახლოებით 1 საათის სავალზე დედაქლაქიდან და ერთიც ლინცში. შვეიცარიის პოლიციის ინფორმაციით, შვეიცარიაში დააკავეს 2 ეჭვმიტანილი, რომელთაც, სავარაუდოდ, ვენის ტერაქტთან აქვთ კავშირი.

ამასთან, გამოჩნდა ცნობებიც თავდამსხმელზე – ავსტრიის შს მინისტრმა კარლ ნეჰამერმა დილით განაცხადა, რომ „ეს ადამიანი ისლამური სახელმწიფოს მიმართ სიმპათიით იყო  გამსჭვალული“. რამდენიმე საათის შემდეგ კი მედიასაშულებებმა ეს სცენარი დაადასტურეს: გამოცემა Falter-ის მთავარი რედაქტორის, ფლორიან კლენკის ინფორმაციით, მოკლულ ტერორისტს “Kurtin S.”-ს ეძახდნენ, ის ვენის მკვიდრია, ალბანური წარმოშობის, ჩრდილოეთ მაკედონიიდან. იგი 2000 წელს დაიბადა ვენაში და ვენაში გაიზარდა.

მისივე თქმით, ტერორiზმთან ბრძოლის სამსახურებისთვის ეს ახალგაზრდა ცნობილია, როგორც ერთ-ერთი იმ 90 ისლამისტი აქტივისტიდან, რომლებიც სირიაში გამგზავრებას ცდილობდნენ.

სხვა მედიასაშუალებების ცნობით, ტერაქტამდე ცოტა ხნით ადრე ახალგაზრდა მამაკაცმა ერთგულება შეჰფიცა ისლამური სახელმწიფოს ახალ ლიდერს აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-კურაიშის.

ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება.

დღეს ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close