fbpx
მსოფლიოსპორტი

შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში ოქტომბრის საუკეთესო კალათბურთელია (ვიდეო)

ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ოქტომბრის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს.

ესპანური ჩემპიონატის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ:

„ACB ლიგაში, ოქტომბერში, გიორგი შერმადინის საშუალო მარგი ქმედების მაჩვენებელი 28.7 იყო, რაც საკმარისი აღმოჩნდა მისი თვის MVP-ად აღიარებისთვის. სწორედ ქართველის დიდი დამსახურებაა, „ტენერიფეს“ ისტორიაში სეზონის საუკეთესო სტარტი რომ აქვს – 6 მოგება, 1 მარცხი.

შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის დიდებულ სახედ ჩამოყალიბდა, თამაშიდან თამაშამდე აუმჯობესებს სტატისტიკას და უჩვენებს თავის მაღალ კლასს. ყოფილ კლუბ „უნიკახასთან“ საოცარი შედეგები ჰქონდა: სარგებლიანობის 32-იან კოეფიციენტზე რომ არაფერი ვთქვათ, მან 8 ორქულიანი ასპროცენტიანი სიზუსტით სტყორცნა, ბურთი 7-ჯერ მოხსნა, 3 პასი შეასრულა და მეტოქეები აიძულა მასზე 6-ჯერ დაჯარიმებულიყვნენ.“

შეგახსენებთ, რომ გიორგისთვის თვის საუკეთესოს ჯილდო უცხო ხილი არ არის. გასულ სეზონში იგი ორჯერ დასახელდა MVP-ად.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close