fbpx
პოლიტიკასაქართველო

„სამართლებრივად გამართული ოქმების ნაწილი სოციალურ ქსელში ვრცელდება, როგორც ყალბი“ – აცხადებს ჟვანია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ახასიათებს შემაჯამებელ ოქმებს, რომლებიც სოციალურ ქსელში ვრცელდება. მისი შეფასებით, ოქმების ნაწილი სამართლებრივად გამართულია და ვრცელდება, როგორც ყალბი.

„რამდენიმე სახის პრობლემაა, რომელიც ახლა სოციალურ ქსელში ტრიალებს იმისთვის, რომ საზოგადოებაზე მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა და მათ აჩვენოს, რომ თითქოსდა შედეგები იყო არასწორი. პირველი, ეს არის ოქმები, რომელიც მაჟორიტარული სახის არის და ტრიალებს, თითქოსდა, იქ აკლია ხმები, მაგრამ ის ამომრჩეველი მაჟორიტარულ ნაწილში არ იღებს მონაწილეობას, ვინც პროპორციულში, ეს არის აბსოლუტურად გამართული ოქმები, მაგრამ ტრიალებს, როგორც ყალბი. მეორე, რომელსაც ახლავს შესწორებების ოქმები, მაგრამ მხოლოდ ძირითადი ოქმები ვრცელდება და ის შესწორებული, 20 ხმა იქნება, 5 თუ 10 ხმა, საერთოდ მიზანმიმართულად არ არის გამოტანილი და არის ამაზე ყვირილი და მესამე, შეიძლება მართლა იყოს შეცდომა და არ ახლდეს შესწორების ოქმი, მაგრამ ეს საკითხები, რა თქმა უნდა, ოლქის მიერ განხილული იქნება“, – უთხრა „რუსთავი 2“-ს თამარ ჟვანიამ.

ცესკოს თავმჯდომარემ დაამატა, რომ მიმდინარეობს ამ ოქმების რევიზია. მისი თქმით, თითოეული შემთხვევაზე, რომელსაც ნებისმიერი პოლიტიკოსი აღმოაჩენს სამართლებრივი გზით, იქნება რეაგირება.

საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მას არ ცნობენ ოპოზიციური პარტიები და ყველა მათგანი უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე.

radiotavisufleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close