პოლიტიკასაქართველო

ხმის მისაცემად მისულ ბუბა კიკაბიძეს საარჩევნო უბანი შეეშალა (ვიდეო)

„ძალა ერთობაშიას“ პირველ ნომერს, ბუბა კიკაბიძეს საარჩევნო უბანი შეეშალა. ამის შესახებ მას კომისიის წევრმა უთხრა, რომელმაც მის სახელსა და გვარს სიაში ვერ მიაგნო.

როგორც გაირკვა, ბუბა კიკაბიძეს იმავე შენობაში განთავსებულ სხვა უბანში უნდა მიეცა ხმა.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ინფორმაციით, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, ცნობილი მომღერალი საარჩევნო უბანზე შესვლას ურიგოდ ცდილობდა და ხალხმა არ შეუშვა. მოგვიანებით მას რიგი მაინც დაუთმეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ენმ – „ძალა ერთობაშია“-ს საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეკრება საარჩევნო ბლოკის პირველმა ნომერმა, მომღერალმა და მსახიობმა ბუბა კიკაბიძემ სიმღერით გახსნა, მან „თბილისოს“ რუსული ვერსიაც იმღერა.

წყარო: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close