fbpx
პოლიტიკასაქართველო

გიორგი გახარია თვითიზოლაციაში გადავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ გიორგი გახარია ფეისბუქზე წერს.

„სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას“, – წერს პრემიერ-მინისტრი.

ამასთან, საქართველოს პირველ არხს მთავრობის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ კორონავირუსი გიორგი გახარიას დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა.

მოქმედი რეგულაციებით დაუცველი კონტაქტის დროს, პირბადის გარეშე ორ მეტრზე ახლო დისტანციაზე ინფიცირებულთან კომუნიკაციის შემთხვევაში აუცილებელია პირი თვითიზოლაციაში გადავიდეს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close