საზოგადოებასაქართველო

„ყველაზე შემაწუხებელი, ყველაზე დამთრგუნველი იყო შიში…“ – კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული თიკა ფაცაცია ეთერში დაბრუნდა (ვიდეო)

მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია, რომელმაც კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელდა, დღეს ეთერს დაუბრუნდა.

თიკა ფაცაციამ „სხვა შუადღის“ დაწყებისას დეტალურად ისაუბრა თავის მდგომარეობაზე, რას განიცდიდა ამ 12 დღის განმავლობში, რომელსაც მუდმივად ახლდა შიში, რას აკეთებდა ექიმების რჩევით და როგორ დაამარცხა ინფექცია. მან მაყურებელს თავისი გამოცდილება და  რჩევებიც გაუზიარა.

„ეს არის მთავარი რეკომენდაცია, რომ უნდა იაროთ. დღეში გავდიოდი 5 ათას ნაბიჯს. ძალიან კარგი იყო, რომ არ ცხრებოდა ზარები, ყველას აინტერესებდა ჩემი ამბავი და ეს მკურნალობის მეორე მხარეა, რომ გირეკავენ და გამხნევებენ…

დაემთხვა, რომ მქონდა დაბადების დღეს და იმ დღეს გავიარე 6 კილომეტრი [ოთახში]…

ემოციები, განწყობა არის მნიშვნელოვანი…

ვგრძნობდი, რომ როდესაც სტრესში ვიყავი, მიჭირდა სუნთქვა. ჩემი ფილტვები ვერ უძლებდა აჩქარებულ გულისცემას… მივხვდი, რომ ეს [სტრესი, შიში] რაღაცნაირად უნდა გამოვრიცხო“, – იხსენებს თიკა ფაცაცია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close