იტალიამიგრაცია

ამ იტალიურ სოფელში დასახლებისთვის 8000 ევროს გადაგიხდიან

იტალიაში, აბრუცოს რეგიონის მთიან მხარეში მდებარე სოფელ სანტო სტეფანო დი სესანიოში დასახლებისთვის 18-იდან 40 წლამდე ადამიანებს ადგილობრივი ხელისუფლება სამი წლის განმავლობაში ყოველწლიურად 8 ათას ევროს გადაუხდის. მსურველები განაცხადის ფორმის შევსებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე 15 ნოემბრამდე შეძლებენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შუასაუკუნეებში გაშენებულ სოფელში ამჟამად 115 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა მესამედზე მეტი პენსიონერია და მხოლოდ ცამეტია 20 წელზე ნაკლები ასაკის. იქიდან გამომდინარე, რომ ეს რაოდენობა სოფლის დემოგრაფიული და ეკონომიკური განვითარებისთვის საკმარისი არაა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრობლემის მოგვარება მიმზიდველი ფინანსური შემოთავაზების საშუალებით გადაწყვიტა.

იტალიაში, აბრუცოს რეგიონის მთიან მხარეში მდებარე, შუასაუკუნეებში გაშენებული სოფელი სანტო სტეფანო დი სესანიო

ინიციატივა ქვეყანის გარეთ მცხოვრებ იტალიელებს, ევროკავშირის ქვეყნებისა და ევროკავშირში განუსაზღვრელი ვადით ცხოვრების ნებართვის მქონე მესამე ქვეყნების მოქალაქეებსა და იტალიის იმ მოქალაქეეებს შეეხებათ, რომელთა ამჟამინდელ საცხოვრებელ არეალში მინიმუმ 2 ათასი ადამიანი სახლობს. ისინი არ უნდა იყვნენ ნასამართლევი დანაშაულისთვის, რომელიც მოქალაქეთა მორალზე ახდენს გავლენას და მიმდინარე დროისთვის მათ წინააღმდეგ არ უნდა იყოს აღძრული სისხლის სამართლის საქმე. განაცხადი უკვე 1500-მა აპლიკანტმა შეავსო, თუმცა საწყის ეტაპზე სოფელში ცხოვრების შესაძლებლობა მხოლოდ ათ მსურველს ექნება. აღსანიშნავია, რომ სახლებს მათ იქ სიმბოლურ თანხად მიაქირავებენ.

სანტო სტეფანო დი სესანიო ერთადერთი ადგილი არ არის, სადაც დასახლების სანაცვლოდ ადამიანებს გარკვეულ თანხას სთავაზობენ. ასეთივე წინადადება ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ ტურინიდან 45 კილომეტრში მდებარე ლოკანის მუნიციპალიტეტშიც გაჟღერდა, სადაც მუდმივად საცხოვრებლად გადასვლის შემთხვევაში მსურველებს სამი წლის განმავლობაში წელიწადში 9 ათას ევროს ჰპირდებოდნენ, აპულიის რეგიონში მდებარე პატარა ქალაქ კანდელაში კი – 2 ათას ევროს.

 popx.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close