მსოფლიო

კვიპროსში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს საელჩო კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და აცნობებს, რომ კვიპროსის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დადგენილების თანახმად, ბოლო პერიოდში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებიდან გამომდინარე, ლარნაკაში 24 სექტემბრის 6:00 საათიდან 2 კვირის განმავლობაში დამატებითი შეზღუდვები იმოქმედებს.

მათი ცნობით, იკრძალება 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება, მცირეწლოვანი ბავშვების ჩათვლით, სახლებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კვების ობიექტების გამონაკლისით.

როგორც საელჩო განმარტავს, ასევე ეკლესიებში, მეჩეთებსა და სხვა რელიგიური სახის დაწესებულებებში დასაშვებია მაქსიმუმ 75 ადამიანის შეკრება შესაბამისი პროტოკოლის დაცვის პირობით, როგორიცაა ნიღბების ტარება.

„სპორტული ღონისძიებები დაშვებულია მაყურებელის გარეშე. გარდა ამისა, კვების ობიექტებში ადამიანთა დასაშვები რაოდენობა: დახურულ სივრცეში მაქსიმუმ 75 და ღია სივრცეში მაქსიმუმ 150 ადამიანის შეკრება, დისტანციის შენარჩუნებით (3 კვ.მ დახურულ სივრცეში, 2 კვ.მ ღია სივრცეში).

კინოთეატრებში და თეატრებში დაშვებულია მაქსიმუმ 75 ადამიანის შეკრება, დახურულ სივრცეში, ხოლო 150 ღია სივრცეში, მითითებების და პროტოკოლის დაცვით. ასევე, აკრძალულია კოქტეილ წვეულებები და „მილოცვები“ ნათლობებსა და ქორწილებში. დაშვებულია დასწრება სადღესასწაულო სადილზე ან ვახშამზე, მაქსიმუმ 35 ადამიანის რაოდენობით“, – აღნიშნავს საელჩო.

გარდა ამისა, მათივე ცნობით, ლარნაკის ეპარქიაში 3000 ადამიანის ტესტირება დაიწყება. დაწვრილებითი ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: https://www.pio.gov.cy/ανακοινωθέντα-άρθρο.html…

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close