რას არ გაიგებ/ფაქტებიიტალია

იტალიაში, ერთ-ერთ ფერმაში მწვანებეწვიანი ლეკვი დაიბადა

იტალიაში, კუნძულ სარდინიაზე ერთ-ერთ ფერმაში დაიბადა ლეკვი, რომელსაც მწვანე შეფერილობის ბეწვი აქვს. ამის შესახებ მედია წერს.

ფერმერ კრისტიან მაიოჩის ფერმაში დაბადებული მწვანებეწვიანი ლეკვის დედა თეთრია, ასევე თეთრი ბეწვით დაიბადნენ დანარჩენი ლეკვებიც.

ფერმის მფლობელებმა მწვანებეწვიან ძაღლს ფისტაჩიო (Pistachio) დაარქვეს.

ფერმის მფლობელის ინფორმაციით, ლეკვს მწვანე ბეწვი თანდათან უღიავდება. ფისტა ფერმაში დარბის და მას ცხოველებზე მეთვალყურეობას ასწავლიან.

მწვანებეწვიანი ლეკვის დაბადება დიდი იშვიათობაა. მიიჩნევა, რომ ბეწვის მომწვანო შეფერილობა მუცლადყოფნისას დედის ნაღვლის პიგმენტთან, ბილივერდინთან შეხების შედეგია. მწვანე შეფერილობა ფისტაჩიოს დროთა განმავლობაში გადაუვა – წერს Reuters-ი.

მწვანე შეფერილობის ბეწვით ლეკვი მანამდე აშშ-ში კაროლინiს შტატში დაიბადა. მისი მფლობელის ინფორმაციით, 8 ახალშობილი ლეკვიდან მწვანე შეფერილობა მხოლოდ ერთს ჰქონდა. აშშ-ში დაბადებული მწვანებეწვიანი ლეკვის დედა თეთრი გერმანული ნაგაზია.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close