fbpx
კრიმინალისაქართველო

ვინ გადაუხადა თავდამსხმელს თანხა და რამდენი წაიღო ბოროტმოქმედმა, 500 ათასი თუ 4 მლნ დოლარი (ვიდეო)

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

ზუგდიდში მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრმა მედიის კითხვებს 22 სექტემბერს უპასუხა. მან დაადასტურა, რომ თავდამსხმელის მოთხოვნა შეასრულეს და მოთხოვნილი თანხა გადაუხადეს. მისი განცხადებით, „არანაირი თანხა არ ღირს ადამიანის სიცოცხლის საფასურად, ეს იქნება 10 თუ 100 მილიონი”.

ვახტანგ გომელაურის თქმით, ნახევარი მილიონი დოლარი, რომელიც ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ გადაუხადეს, ბიუჯეტის თანხა არ არის.

„ბიუჯეტის თანხა ნამდვილად არ არის. საქართველოს ბანკის თანხაა… ეს მსოფლიოში ასე ხდება… თიბისი ბანკი ხო არ გადაიხდიდა, საქართველოს ბანკში იყვნენ შესულები“, – თქვა მინისტრმა რამდენჯერმე დასმული კითხვის საპასუხოდ.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, სპეცოპერაციის პირველი ეტაპი – მძევლების უვნებლად გათავისუფლება წარმატებით შესრულდა. მეორე ეტაპია დამნაშავის პოვნა და დასჯა.

ტელეკომპანია „მთავარმა“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის ავთანდილ გალდავასა და თავდამსხმელის დიალოგის ჩანაწერი მოიპოვა, რო­მე­ლიც მათ შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცესს ასა­ხავს.

არხის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ისმის, როგორ მოითხოვს თავდამსხმელი 5 მძევლის წაყვანას და პოლიციის უფროსი სთხოვს, ოთხი კაცი წაიყვანოს.

თავ­დამ­სხმე­ლი – აქ არა­ვინ და­შავ­დე­ბა და თუ და­შავ­დე­ბა, იქ­ნე­ბა თქვე­ნი ბრა­ლი!

ვ­თან­დილ გალ­და­ვა – გა­ვი­გეთ, მაგ­რამ რა იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ბრა­ლი, არა­ნა­ი­რი ზედ­მე­ტი მოქ­მე­დე­ბა არ იქ­ნე­ბა… რამ­დე­ნი კაცი მიგ­ყავს?

თავ­დამ­სხმე­ლი – 5 კაცი ვიქ­ნე­ბით შე­ნი­ა­ნად.

ავ­თან­დილ გალ­და­ვა – 4 წა­ვი­დეთ!

თავ­დამ­სხმე­ლი – არა, არა!

ავ­თან­დილ გალ­და­ვა – გთხოვ, 5 კაცი რა­ღა­ში გინ­და, გა­მა­გე­ბი­ნე, ადა­მი­ა­ნო!

თავ­დამ­სხმე­ლი – რაც მეტი ვიქ­ნე­ბით, მით უკე­თე­სი.

ავ­თან­დილ გალ­და­ვა – გა­ვი­გე, მაგ­რამ ის სამი კაცი ცო­ტა­ნი ვართ, დე­დას გა­ფი­ცებ? გეხ­ვე­წე­ბი, კა­ცუ­რად გთხოვ, კაცი ხო ხარ? წა­ვი­დეთ სამი კაცი.

თავ­დამ­სხმე­ლი – დამ­შვიდ­დი, დამ­შვიდ­დი-მეთ­ქი! არ მინ­და შენი აზ­რე­ბი, შენ­თვის შე­ი­ნა­ხე.

ავ­თან­დილ გალ­და­ვა – კარ­გი, ნუ ყვი­რი­ხარ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით თავ­დამ­სხმელ­მა გალ­და­ვა და მას­თან ერ­თად აყ­ვა­ნი­ლი მძევ­ლე­ბიც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლე­ბენ ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო და სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებს დამ­ნა­შა­ვის და­კა­ვე­ბის მიზ­ნით.

„ფორმულამ“ გაავრცელა კადრები, სადაც, სავარაუდოდ, ჩანს, როგორ ათავისუფლებს თავდამსხმელი ბოლო სამ მძევალს.

ამავე ვიდეოკადრებში ჩანს სპეცდანიშნულების რაზმიც.

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში მძევლად აყვანილი ლაშა შენგელია, რომელიც იმ ოთხ პირს შორის იყო, რომლებიც გამტაცებელმა ავტომანქანით წაიყვანა, მისი ქცევის შესახებ „რუსთავი 2“-თან ჰყვება.

„მე სადაც გეტყვით, იქ წადითო, თუ არადა გავხსნი ხელყუმბარასო, ხელში ეჭირა და იცვლიდა, ასე ხელიდან ხელში გადაჰქონდა. თვითონაც კონკრეტულად არ იცოდა, სად წასულიყო. ერთხელ გვითხრა, წავედით წალენჯიხისკენო, წავედით, მერე იქით გადავუხვიეთ, მერე – აქეთ. უკან აკვირდებოდა, ვინმე მოსდევდა თუ არა უკან მას, მაგრამ ბატონი ავთო [გალდავა] ჰპირდებოდა, ყველანაირად ეცადა, დაერწმუნებინა ეს კაცი, რომ არ მოსდევდა არავინ. ბოლოს ჩავიდა ეს კაცი, დაიბარა, რომ მიბრძანდით მანქანით, მე აქ ვიქნები, ერთი გამოიხედავთ ან რამე და გესვრითო…

ბატონმა ავთომ ძალიან განმუხტა სიტუაცია. გვითხრა მაგან [გამტაცებელმა], ვინ მოდიხართ ჩვენთანო. ბატონი ავთოს გარდა უნდა ყოფილიყო კიდევ სამი მძევალი და ჩვენ თვითონ გამოვხატეთ სურვილი, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა იყვნენ ქალები. შეგვბოჭა და ისე ჩაგვსვა მანქანაში. საჭესთან ერთ-ერთი მძევალი იჯდა, მე გვერდით მომიჯდა, ერთი მძევალი გვერდით მეჯდა (ბულია) და იმის გვერდით იჯდა ბატონო ავთო… სიგარეტის მოწევის ნებასაც გვრთავდა, კარებთან დავდგებოდით, იქ ვეწეოდით და რომ ვკითხე სიგარეტს არ ეწევი-თქო?- კიო, მაგრამ ახლა მე აქ არ შემიძლიაო. ანუ ყველანაირად იცავდა იმ ზომებს, რომ რაიმე კვალი არ დაეტოვებინა“, – თქვა ლაშა შენგელიამ.

„მთავარი არხი“ ამტკიცებს, რომ გამტაცებელმა არა ნახევარი მილიონი, არამედ 4 მილიონი აშშ დოლარი წაიღო. ამავე წყაროს ცნობით, ამ დროისათვის ის უკვე კოდორის ხეობაშია, მას კავშირი აქვს ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლებთან და სწორედ მათი დახმარებით გეგმავს ქვეყნის დატოვებას.

ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თავდამსხმელის დაკავება ჯერ ვერ მოახერხეს. უცნობია, ასევე, დაადგინეს თუ არა მისი ვინაობა.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close