fbpx
ხელოვნებასაქართველო

ქართული „ნიჭიერის“ გამარჯვებული ბარბარა სამხარაძე ბრიტანული „ნიჭიერის“ მონაწილე გახდა (ვიდეო)

ბარბარა სამხარაძე საზოგადოებამ პროექტ „ნიჭიერის“ საშუალებით 2016 წელს გაიცნო. 16 წლის მუდამ მომღიმარმა გოგონამ მაყურებელსაც თავი შეაყვარა, ჟიურიც მოხიბლა და ქვეყნის ყველაზე ნიჭიერის ტიტული მოიპოვა.

ახალგაზრდა მომღერალი დღეს ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეტაპზეა და ახალი გამოწვევებისთვის ემზადება – ის ახლა ბრიტანული „ნიჭიერის“ დაპყრობას აპირებს.

მომღერალმა უკვე წარმატებით გაიარა შესარჩევი კონკურსი და მომავალი წარმატების მოლოდინშია:

სულ ცოტა ხნის წინ ბარბარამ საკუთარი სოციალური ქსელის გვერდზე დაწერა:

„თუ რამეს მივაღწიე ამ პროექტში… უფრო მეტს…, ეს აქ იყოს „მემორისთვის“, შერჩევითი ეტაპი“.

ბარბარა თვლის, რომ იღბლიანი გაჩნდა ამქვეყანაზე. ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: „ზოგადად, ძლიერი ვჩანვარ და მიზანმიმართული, მაგრამ ვიცი ჰარი-ჰარალოზე რაღაცის თქმა და ისე ვითარდება მოვლენები, მიხდება. უბრალოდ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სიტყვები ამიხდება და მართლა ხდება. თავად სამყარო მიწყობს სიურპრიზებს. ყველა შრომობს თავისი მიზნისთვის, მაგრამ მე შედარებით იოლად ვაღწევ წარმატებას, ესეც იღბლის ბრალია. ნებისმიერ კონკურსზე ჩემზე კარგი მონაწილეებიც იყვნენ, მაგრამ მე ვიმარჯვებდი… რისკიანი არ ვარ, თუ არ ვიცი, რომ საძირკველი მყარია, ისე  ნაბიჯს არ გადავდგამ და იმ საფეხურზე არ დავდგამ ფეხს“.

ჰოდა, ეტყობა ბარბარა თვლის,რომ 20 წლის ასაკში უკვე დადგა დრო საერთაშორისო „საფეხურზე დადგას ფეხი“ და ბრიტანული „ნიჭიერი“ ამოიღო მიზანში.

nostal.ge წარმატებებს უსურვებს მომღერალს, მკითხველს კი ბარბარას პირველი ტრიუმფის Memory-ს ვთავაზობთ.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close