fbpx
მოგზაურობაnewsსაქართველო

ევროკავშირმა საქართველო კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო

საქართველო კანადასთან და ტუნისთან ერთად იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, რომლებიც ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღო. გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს წარმომადგენლებმა მიიღეს და ძალაში მიმდინარე კვირის ბოლოს შევა. 

სია, რომელშიც საქართველო ზაფხულში მოხვდა, იმ ქვეყნების ჩამონათვალს წარმოადგენდა, რომლებსაც ევროკავშირში მოგზაურობა შეზღუდვების გარეშე შეეძლო.

ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ საჰაერო საზღვარი მხოლოდ ხუთ ქვეყანას (გერმანია, საფრანგეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი) გაუხსნა, ხოლო რეგულარული ფრენები მხოლოდ სამ ქალაქში დანიშნა – რიგა, პარიზი და მიუნხენი.

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება ბოლო კვირებში განსაკუთრებით დამძიმდა. ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა ყოველდღიურად 1000-ს გადააჭარბა. საქართველოს მთავრობამ სწორედ ახლა მიიღო გადაწყვეტილება, ნოემბრიდან რეგულარული ფრენები კიდევ ათი მიმართულებით დაამატოს.

tabula.ge

p. s. ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 22 803 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული (+1595 ბოლო ერთ დღეში, მათ შორის, 563 – თბილისში). გამოჯანმრთელდა 9 401 ადამიანი (+398), ხოლო გარდაიცვალა 178 პაციენტი (+6 ბოლო 24 საათში).

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close