კინო/ფილმები
მერაბ ნინიძე ალექსეი გერმანის ახალ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს (ვიდეო)
ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ამჟამად რუსეთში, ქალაქ სანკტ-პეტერბურგშია და ახალ ფილმში მონაწილეობისთვის ემზადება.
„30 დღე და 30 ღამე“ – ასე ჰქვია რეჟისორ ალექსეი გერმანის (რეჟისორ ალექსეი გერმანის შვილი) ახალ მხატვრულ ფილმს, რომელშიც ნინიძე მთავარ პერსონაჟს, დავითს განასახიერებს.
ამის შესახებ ნინიძემ TBC ბანკის პროექტში „აქ. ახლა“ ნესტან ნენე კვინიკაძესთან ისაუბრა.
მსახიობის თქმით, ფილმის სიუჟეტი რუსეთში მცხოვრები ქართველი მასწავლებელის გარშემო ვითარდება, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ამხელს და ამის გამო მას შინაპატიმრობას მიუსჯიან.
ალექსეი გერმანმა ბოლო ფილმი „დოვლატოვი“ («Довлатов») 2018 წელს გადაიღო, ფილმის პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
წყარო: AT.ge
კომენტარები