მსოფლიოპოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს თურქეთს, შეწყვიტოს პროვოკაცია და დაიწყოს საბერძნეთთან მოლაპარაკებები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს თურქეთს, შეწყვიტოს პროვოკაცია ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში და დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები საბერძნეთთან. ამის შესახებ ნათქვამია უწყების პრესსპიკერ მორგან ორტაგუსის განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი წუხილს გამოთქვამს თურქეთის განცხადების გამო ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში საკვლევი გემის გაგზავნის შესახებ.

„იძულება, მუქარა, დაშინება და სამხედრო საქმიანობა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში დაძაბულობას არ განმუხტავს. მოვუწოდებთ თურქეთს, შეწყვიტოს ეს მიზანმიმართული პროვოკაცია და დაუყოვნებლივ დაიწყოს საბერძნეთთან მოლაპარაკებები კვლევით ოპერაციასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია მორგან ორტაგუსის განცხადებაში.

გასული კვირის ბოლოს თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მისი გემი („ორუჩ რეისი“) ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში სეისმურ კვლევას ჩაატარებს. თურქული ხომალდი საბერძნეთის კუნძულ კასტელორიზოს სამხრეთით მომდევნო ათი დღის განმავლობაში იქნება კვლევით მისიაში.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close