რას არ გაიგებ/ფაქტებიკრიმინალი

საფრანგეთში წყვილმა იყიდა კნუტი, რომელიც ვეფხვი აღმოჩნდა (?!)

საფრანგეთის ქალაქ ჰავრში მცხოვრებმა წყვილმა პოლიციას მიმართა, რომ ისინი შეცდომაში შეიყვანეს და კატის კნუტის ნაცვლად ვეფხვის ბოკვერი მიჰყიდეს. ამის შესახებ „ლე პარიზიენი“ წერს

მათი მტკიცებით, 2018 წელს ინტერნეტში იპოვეს ინფორმაცია კატის კნუტის გაყიდვის შესახებ. სავანის ჯიშის კნუტში, რომელიც სერვალის მსგავსია, წყვილმა 6 ათას ევრომდე გადაიხადა. სინამდვილეში მათ სახლში ერთი კვირით მიიყვანეს სუმატრის ჯიშის 3 თვის ინდონეზიური ვეფხვი. ცნობილია, რომ ეს ჯიში გადაშენების პირასაა და, შესაბამისად, დაცვის ქვეშაა.

მას შემდეგ, რაც წყვილმა პოლიციას მიმართა, საქმე აღიძრა დაცული სახეობებით უკანონო ვაჭრობის მუხლით. გამოძიებით დადგინდა, რომ ვეფხვი ქვეყანაში არალეგალურად შეიყვანეს. დაკავებულია 9 ადამიანი, მათ შორის, წყვილიც, რომელმაც პოლიციას მიმართა. გამოცემის ინფორმაციით, გამოძიებამ აჩვენა, რომ მათ იცოდნენ შენაძენის უკანონობის შესახებ. ჰავრის პროკურორის, ბრუნო დიედონეს თქმით, „გამოძიებამ უნდა დააზუსტოს რამდენიმე პუნქტი, აუცილებელია საქმესთან დაკავშირებული ადამიანების ვერსიების მოსმენა“.

ვეფხვი კი საფრანგეთის ბიომრავალფეროვნების ბიუროსთან არსებულ შესაბამის სტრუქტურას გადასცეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close